რუსი ოკუპანტების მიერ სამი თვის წინ დაკავებული ვაგნერ ფარცხვანია გათავისუფლებულია. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების სამთვიან ტყვეობას მან თავი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ დააღწია.
შეგახსენებთ, რომ აგრესორებმა ფარცხვანია დაახლოებით 3 თვის წინ, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარზე, სოფელ ჭუბურხინჯთან მაშინ დააკავეს, როცა მას მეგობრის კუთვნილი ციტრუსი საკუთარი "კამაზის" მარკის ავტომანქანით გადაჰქონდა.
ფარცხვანია 2 თვის განმავლობაში სოხუმში, რუსი ოკუპანტების შტაბში იმყოფებოდა, შემდეგ კი გალში გადაიყვანეს.
ოკუპანტებმა დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 50 000 რუსული რუბლი აიღეს და ფარცხვანიას 25 000 დოლარად ღირებული ავტომანქანა დაიტოვეს.