ერაყელმა ბოევიკებმა, რომლებმაც ქვეყნის სამხრეთში რამდენიმე მსხვილი ქალაქი და რაიონი ჩაიგდეს ხელში, საქართველოს 16 მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარზე რუპერტ კოლვილზე დაყრდენობით ავრცელებს.
დამატებითი ინფორმაცია გატაცებულების შესახებ უცნობია. თავად კოლვილი აცხადებს, რომ ბოევიკების მიერ ხელში ჩაგდებული ქალაქებში მსხვერპლის რაოდენობა ათასებს აღწევს.
ბოევიკების მიერ ხელში ჩაგდებულია ქალაქი მოსულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულ ქალაქებში ბოევიკები სასტიკად უსწორდებიან ჩვეულებრივ ადამიანებს და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. ამას გარდა ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკებმა ციხიდან დამნაშავეები გამოუშვეს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიერ გაუპატიურებულმა ოთხმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები