"დემოკრატიისა და ხალხთა უფლებებისთვის" წევრი ქვეყნების საპარლამენტო ე.წ. ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების საკითხიც განიხილება.
ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, 29 მარტს, დნესტრისპირეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თანამეგობრობის ~დემოკრატიისა და ხალხთა უფლებებისთვის~ წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე სხდომა გაიმართება.
ამასთან, იგეგმება მხარეების შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ასევე მოდელური კანონის "გარემოს ზიანის ლიკვიდაციისა და გაფრთხილებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პასუხისმგებლობის", მოდელური კანონთან "ბავშვების ინფორმაციისაგან, რომელიც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას, დაცვის შესახებ" და დადგენილება საზოგადოების "დემოკრატიისა და ხალხთა უფლებებისათვის" წევრ-სახელმწიფოთა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აქტივიზაციის შესახებ შეთანხმებების გაფორმება.