16 ივნისიდან აჭარის ზღვის სანაპირო ზოლს სამედიცინო დახმარების 4 ბრიგადა მოემსახურება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ბათუმის ბულვარის, ე.წ. „ბენზეს", ქობულეთისა და გონიოს სანაპირო ზოლში განთავსდება.
მედიკოსები ბულვარისა და „ბენზეს" სანაპიროს დამსვენელებს დილის 10:00-დან საღამოს 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ქობულეთსა და გონიოში 24 საათიანი მორიგეობა დაწესდება.
ინიციატივა, დამსვენებლებისათვის საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უმოკლეს დროში მიწოდებას ითვალისწინებს.
სამედიცინო დახმარების ბრიგადები შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტურისტული სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩებიან.