ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგად პარტია „ედიანაია ოსეტია" იმარჯვებს. ეს პოლიტიკური პარტია ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას უჭერს მხარს.
როგორც სეპარატისტები იუწყებიან, ამ ე.წ. პარტიას ამომრჩეველთა 44 % უჭერს მხარს. სულ ე.წ. არჩევნებში ცხრა პარტია მონაწილეობდა. სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კი შვიდპროცენტიანი ბარიერი შესაძლოა კიდევ სამმა პარტიამ გადალახოს.
შეგახსენებთ, რომ ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები შემდგარად გამოაცხადეს.
მათი ინფორმაციით, დღევანდელი დილისათვის უკვე დამუშავებულია ე.წ. ბიულეტენების 100 %.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელის ბელა ფლიევას ინფორმაციით, სავარაუდოდ ე.წ. პარლამენტში ოთხი პარტია გავა. მისი თქმით, ამჟამად ანატოლი ბიბილოვის პარტია „ედინაია ოსეტია" ლიდერობს, რომელსაც ხმათა 43, 19 % აქვს. შემდეგ მოდის ვლადიმერ ქელეხსაევის პარტია „ედინსტო ნაროდა". მას ხმათა 13, 24 % აქვს. მესამე ადგილზეა - სახალხო პარტია ხმათა 9,09 % ით. რამდენიმე მანდატი ასევე ერგო პარტია „ნიხას"-ს და მას ხმათა 7, 47 % აქვს.