„სამხრეთ ოსეთმა მორიგ პოლიტიკურ ზღუდეს გადააბიჯა და უკვე მეექვსეჯერ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აირჩია", განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ე.წ. რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით „არჩევნების ჩატარებით საერთაშორისო საზოგადოებას თავისი სამართლებრივი კულტურის მაღალი დონე აჩვენა".
„ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ მიზნად და შევასრულეთ კიდეც. არჩევნების ორგანიზების მაღალი დონე საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს. უმნიშვნელო დარღვევებმა ხმის მიცემის პროცედურაზე ვერ იმოქმედა. დაცულია მოქალაქეების უფლება და საარჩევნო პროცესის კანონიერება",- განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები