ხვალ, 25 მარტს, ცესკოში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული, მხარეები წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის და შემდგომი პერიოდის ობიექტურად გაშუქებაზე ისაუბრებენ.
ხვალვე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაგეგმილია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ბასთან შეხვედრა.
კომისიის თავმჯდომარე ამერიკელ დიპლომატს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მზადებასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.