შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის თანამდებობიდან გადამდგარი დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა ვინც არ უნდა იყოს აფხაზეთის ლიდერი ქართულ მხარეს აფხაზეთის საზოგადოებასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს.
,, სიმართლე გითხრათ ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ანქვაბმა ასე სწრაფად დაყარა ხარ-ხმალი ერთ დღეში და გაიქცა. Aნქვაბი, თუ ვინც არ უნდა იყოს მათი სტატუსები ჩვენთვის მიუღებელია, ისინი არ წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს. მათი მდგომარეობა არ შეესაბამება არც საქართველოს კონსტიტუციას, არც საქართველოს კანონმდებლობას, არც საერთაშორისო სამართალს, მაგრამ იქ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან. Aამიტომ ვინც არ უნდა იყოს ლიდერი აფხაზური საზოგადოების ჩვენ უნდა ვიყოთ მზად მათთან გვქონდეს კონტაქტი", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა.