გონიოს სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე წვრთნების დროს სპეციალური ოპერაციების ძალების კაპრალი სოსო ჟვანია დაიღუპა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სოსო ჟვანია შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი გახდა.
სამხედრო სასწრაფოდ გადაიყვანეს ბათუმის საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კაპრალი სამხედრო ნაწილიდან უკვე საკუთარ ოჯახში, ზუგდიდშია გადასვენებული. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს. დაკავებულია ერთი სამხედრო პირი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
.