"ეროვნული საბჭოს" ლიდერები გურიაში გაემგზავრნენ
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურში განუცხადეს, ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და "ეროვნულ საბჭოში" შემავალი სხვა ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთისა და ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.
"ეროვნული საბჭოს" ლიდერები გურიის რეგიონში დღეს დილით გაემგზავრნენ. დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, რომელთაც ლიდერები საკუთარ საარჩევნო პროგრამას გააცნობენ", - აცხადებენ ნოღაიდელის პარტიაში.