2009 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ მოიპოვა 6848,65 ათასი ტონა ნავთობი და კონდენსატი. ამასთან, თვით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სამმართველოების მიერ მოპოვებამ შეადგინა 5463,64 ათასი ტონა, ხოლო კომაპნიის წილმა ერთობლივ პროექტებში შეადგინა 1385,01 ათასი ტონა: 189,62 ათასი ტონა - წილი ოპერაციულ კომპანიებში, 1094,66 ათასი ტონა - აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის პროექტში, 100,73 ათასი ტონა - "შახ-დენიზის" პროექტში.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ მოიპოვა 758,08 ათასი ტონა ნავთობი, რომლიდანაც 603,2 ათასი ტონა მოპოვებულ იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სამმართველოების მიერ. კომპანიის წილმა ერთობლივ პროექტებში შეადგინა 154,88 ათასი ტონა: 19,27 ათასი ტონა - წილი ოპერაციულ კომპანიებში, 130,46 ათასი ტონა - აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის პროექტში, 5,15 ათასი ტონა - "შახ-დენიზის" პროექტში.