პარლამენტის წინ "ეროვნულმა საბჭომ" ორგანიზებული მცირე მეწარმეებისა და პენსიონერების მიტინგი გაიმართა. მომიტინგეები პარლამენტს იმ კანონპროექტების განხილვას, სთხოვდნენ, რომლებიც საარჩევნო, საგადასახადო და პენსიის შესახებ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს. აქციას "ეროვნულ საბჭოში" შემავალი პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ.
შეგახსნებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები პარლამენტში ~ხალხის პარტიამ~ ‘'ლეიბორისტების~ მეშვეობით შეიტანა, მათი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დაწყებულა.
~ჯერჯერობით პარლამენტი უარს ამბობს ამ კანონპროექტების განხილვაზე, რაც ადასტურებს, რომ პარლამენტი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება~, - აღნიშნა "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული კანონპროექტები ასეთ მოთხოვნებს ითვალისწინებს: პენსიის დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, საპენსიო ასაკის დაწევა ქალებისთვის 55, ხოლო კაცებისთვის 60 წლამდე, ფიქსირებული გადასახდების დაწესება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, პარიტეტი საარჩევნო კომისიაში და 50%-იანი საარჩევნო ბარიერი.