თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ დიპლომატს, მათიას იორშს, "ლეიბორისტები" ხელისუფლებისადმი მიკერძოებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განუცხადა.
გუგავამ ევროპელ დიპლომატს მიკერძოებული და კორუმპირებული პოლიტიკოსი უწოდა.
"მათიას იორში არის კორუმპირებული ჩინოვნიკი რომელიც არის სააკაშვილის ლობისტი, რადგან სააკაშვილი მას კარგად აფინანსებს. სწორედ ამიტომ იორში ნებისმიერ არჩევნებზე ყალბ დასკვნებს წერს. იორში საქართველოს მტერია", - განაცხადა გუგავამ.
თავად იორში კი აცხადებს, რომ მსგავს გამონათქვამებს და შეფასებებს ყურადღებას არ აქცევს და არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლობისტი არაა.