მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება არ სურს.
"ხელისუფლება ქართული პროუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის არაფერს აკეთებს და სინამდვლეში ცდილობს, ეს არ მოხდეს", - განაცხადა ნოღაიდელმა დღეს, ჭადრაკის სასახლეში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მეტიც, მისი განმარტებით, თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბლოკვა ხელოვნურად მოახდინა.
"ჩვენ დავბრუნდებით რუსეთის ბაზარზე", - განმარტა ყოფილმა პრემიერმა.