ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა. მხარეებმა მოახლოვებულ ადგილობრივ არჩევნებსა და საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
ხარატიშვილმა ბრიტანეთის ელჩს 2010-11 წლების სამოქმედო გეგმაც გააცნო.
"გავაცანით ჩვენი სტრატეგია და ჩამოვაყალიბეთ, რომ ძირითადი ქვაკუთხედი არის გამჭვირვალობა და ამომრჩეველთა ნდობის ამაღლება", - აღნიშნა ხარატიშვილმა.