აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს მოსკოვში დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. პრესსამსახურის უფროსის, კრისტიან ბჟანიას ინფორმაციით, ბაღაფშს მოსკოვში დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსულ-აფხაზურ ურთიერთობათა რიგი მიმართულებების განვითარებისთვის, მათ შორისაა სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები.
ბაღაფში რუსეთის დედაქალაქში ერთ კვირას დაყოფს.