რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში ევროსაბჭო აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ იაკობაშვილმა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრ მათიას იორშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტს შეეხო, ასევე გვქონდა საშუალება, მათიას იორშთან სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე დეტალურად გვემსჯელა. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების საკითხში ევროსაბჭო აქტიურად ჩაერთვება", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ევროპელი დიპლომატი საქართველოში ეთნიკური უმცირესობის მდგომაროების საკითხითაც დაინტერესდა, რის შესახებაც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათიას იორში და კასტრიო ისლამი თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნე, რომლებმაც შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ, ასევე არასამთავრობო სექტორთან გამართეს.
დღეს მათიას იორში და კასტრიო ისლამი აქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს 24 მარტს დატოვებენ.