ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა მათიას იორშმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსოლიდაციის საგანი გახდება.
ამის შესახებ იორშმა დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"იაკობაშვილთან შეხვედრაზე სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი განვიხილეთ, რომელიც ევროსაბჭოშიც განვიხილეთ. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია კარგი დოკუმენტია და ვფიქრობ, რომ მისი იმპლემენტაცია შესაძლებელია", - განაცხადა მათიას ოირშმა.
ამასთან, ევროპელი დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება შესაძლებელი გახდება, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
"დოკუმენტი იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობენ. იმედი მაქვს, სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციის საგანი გახდება", - აღნიშნა იორშმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათიას იორში და კასტრიო ისლამი თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნე, რომლებმაც შეხვედრები,როგორც პოლიტიკურ, ასევე არასამთავრობო სექტორთან გამარტეს.
დღეს, კი მათიას იორში და კასტრიო ისლამი აქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს ხვალ დატოვებენ.
ათიას იორში: იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო სტრატეგია პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსოლიდაციის საგანი გახდება
თბილისი.23.03.10."ჯი-ეიჩ-ენი". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა მათიას იორშმა იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსოლიდაციის საგანი გახდება.