საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცმებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანთან 411,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის 64,2 პროცენტია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვის წილი 0,2 პროცენტული პუნქტით -10,6 პროცენტიდან 10,4 პროცენტამდე შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი აზერბაიჯანში შემცირებულია 30,5 მლნ. აშშ დოლარით. უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია მსუბუქი ავტომობილების (32,5 მლნ. აშშ დოლარი) და ცემენტის (18,5 მლნ. აშშ დოლარი). აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირებულია 198,9 მლნ. აშშ
დოლარით და 277,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლის 58,2 პროცენტია.