ბელორუსის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოში 11 ნოემბერს ჩამოვლენ.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ბელორუსების ვიზიტის მიზანი საქართველოში საქმიანი პარტნიორების პოვნა და ურთიერთმომგებიანი კავშირების დამყარებაა.
ბელორუსი ბიზნესმენები ფოთსაც ესტუმრებიან. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ფოთში გაიმართება ქართულ-ბელორუსული ბიზნეს-ფორუმი. ასევე, ბელორუსელი სტუმრები შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროშიც გამართავენ.
ბელორუსი ბიზნესმენები საქართველოში 15 ნოემბრამდე დარჩებიან.