ხვალ, 24 მარტს, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის აპარატში განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად ფოთს ესტუმრება.
სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და ის წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში ჩატარდება. არ არის გამორიცხული მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უხელმძღვანელოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომები რეგიონებში პერიოდულად იმართება.