"ქრისტიან-დემოკრატები" ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა და ორგორც მან აღნიშნა, ხდება ინფორმაციის გავრცელება და საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აპირებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადოს.
"ეს კი ორმაგი დანაშაულია და საჭიროა ხელისუფლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განმარტებები" - აცხადებს თარგამაძე.
მისი თქმით, პირველი დანაშაული არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ხელიდან გაუშვას "ვმო-ს" გამოყენების ბერკეტი, მით უმეტეს, როდესაც რუსეთი სოხუმში ფრენების აღდგენას ქვეყნის კოდით აპირებს. მეორე დანაშაული კი, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "როგორც ჩანს მოლაპარაკებებს ფარულად მართავს". ამ მოსაზრებას კი თარგამაძის თქმით, ბოლო გამოცდილებაც ადასტურებს, როდესაც ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებები ლარსის გახსნასთნა დაკავშირებით ფარულად აწარმოა. სწორედ ამიტომ იგი პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვს პარლამენტმა მეტი ყურადღება გამოიჩინოს აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით და მოწვეულ იქნას ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიც გააკეთებს განმარტებებს აღნიშნულ საკითხზე.
"ეს ჩათვალეთ დეპუტატის შეკითხვად და ნებისმიერი ფორმატით მოვიდეს მთავრობის წარომმადგენელი და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არ სეიძლება ამ სახის გადაწყვეტილებები საზოგადეობის ზურგს უკან მიიღებოდეს", - აცხადებს თარგამაძე.