საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის შეხვედრა ახლად დანიშნულ გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის (UNHCR) ევროპის ბიუროს დირექტორის მოადგილესთან გუილერმო ბეტოჩისთან და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტოფ ბირვირტთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობას. ნახსენები მიმართულებით აღინიშნა ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა.
შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.