ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ახალ მსოფლიო ომს არ ელის. თუმცა რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა პოლიტიკამ უნდა შეაჩეროს დელიმიტაციის პროცესი ალიანსის ქვეყნებში. განცხადება ამის შესახებ რასმუსენმა პოლონური ტელეარხის ეთერში გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, შესაძლოა თუ არა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო ომში გადაიზარდოს, როგორ ეს იყო რეგიონალურ კონფლიქტებშო ავსტრისა და სერბეთში 1941 წლებში რასმუსენმა განაცხადა „არა, ეს ორი აბსოლუტურად დიამეტრალური საქმეებია".
„იმას რასაც ჩვენ ვხედავთ - ეს არის მცდელობები შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა. ეს პირველად ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ერთუ ქვეყანა ძალით იტაცებს მეორე ქვეყნის ტერიტორიებს",_ განაცხადა მან.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის ფედერაცია ბოლო დროს აგრძელებს სამხედრო სიმძლავრის გაზრდას, იმ დროს როდესაც დასავლური სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ნაკლებს ხარჯავენ შეიარაღებაზე და ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს.