გაურკვეველია, რა ნომრით მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. საქალაქო სასამართლომ პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საარჩევნო ნომრის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა ცესკო-ს დაუტოვა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ნომრის მინიჭების საკითხი, კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში გაირკვევა, თუმცა ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება ნომრის გადაცემა - წილისყრით თუ სხვა წესით.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ახლა სამოტივაციო წერილს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, გაასაჩივრონ თუ არა დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში.
პარტია საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის იმ წერილის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში 5 ნომრად რეგისტრირებაზე ნაწილობრივ უარი ეთქვა.
მასალის გამოყენების პირობები