თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას დავით კეზერაშვილთან ერთად წარდგენილ ბრალდებაზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
პროკურატურამ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ რადგან ბრალდება საკმაოდ მძიმეა, არსებობს ნინუას მხრიდან თავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.
როგორც ნინუას ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება იმ დანაშაულისთვის, რომლის პროვოცირება მოაწყო. ოთარ კახიძის განმარტებით, დავით ნინუა 2012 წლიდან დაახლოებით 40-ჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე. იგი ყოველთვის ცხადდებოდა, როდესაც იბარებდნენ დროულად.
რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, რომელზეც პროკურატურამ გააკეთა განცხადება, ადვოკატის თქმით, ნინუას მხრიდან ესეც გამორიცხული იყო. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოდან 2013 წლის განმავლობაში ორჯერ გავიდა, თუმცა, ორივეჯერ დაბრუნდა და თუკი, მიმალვის განზრახვა ჰქონდა, ნინუა ამას მოახერხებდა.
პროცესის დასრულების შემდეგ ა საქმის პროკურორმა ლევან ადეიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება პროკურატურის დასაბუთებულ შუამდგომლობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას, აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება. დავით ნინუასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში 5 მილიონამდე ევროს გაფლაგვას გულისხმობს, წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 26 ივნისს ჩაინიშნა.