სამართალდამცვებმა აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ქრთამის აღებას ყალბი დოკუმენტის გაცემის სანაცვლოდ.
ამ დროისთვის შენობაში სამართალდამცველები მუშაობენ.
სამართალდამცველები მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. შსს სალარიძის დაკავების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალების შესახებ განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
არსებული ინფრომაციით, დაკავებული გურამ სალაძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრია.