დღეს, ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულის ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,ვითხოვთ, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნოშრევან ნამორაძე პატიმრობისგან გათავისუფლებული იქნეს გირაოს სანაცვლოდ", _განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს საქალაქო სასამართლომ ნოშრევან ნამორაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.