სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "ლეიბორისტული პარტიის" მიერ ინიცირებულ ოპოზიციის შეკრებას კოკა გუნცაძე "ალიანსი საქართველოსთვის" სახელით არ ესწრება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
"ლეიბორისტების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეების მიღების გადაწყვეტილება კოკა გუნცაძემ დამოუკიდებლად მიიღო და ის შეხვედრაზე ალიანსის მანდატით არ იმყოფება. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ალიანსის წევრობა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ. გუნცაძე დიდ პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანია და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე შეფასებით, ის რომ კოკა გუნცაძე საკუთარი ინიციატივით იღებს მონაწილეობას ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის.
ოპოზიციის შეხვედრა "თბილისი მარიოტში" ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები, "დემოკრატიული მოძრაობა ერთYიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, დეპუტატები ჯონდი ბაღათურია, გია ცაგარეიშვილი და კარლო კოპალიანი, ასევე "დაიცავი საქართველოს ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე.