საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "იმედს" ბოიკოტს უცხადებს.
გაჩეჩილაძე "იმედთან" თანამშრომლობაზე უარს იმიტირებული "ქრონიკის" გამო ამბობს.
"ფილმის შემდეგ "იმედს" კომენტარს აღარ მივცემ", - განუცხადა გაჩეჩილაძემ დღეს არხის გადამღებ ჯგუფს.
შეგახსენებთ, რომ ომის იმიტირებული "ქრონიკა", რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია "იმედის" ეთერში 13 მარტს გავიდა.