ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გრიგორ ზასუხოვის ცხინვალის ე.წ. მერიას სასამართლოში უჩივის.
ამის შესახებ ზასუხოვმა ინტერნეტ გამოცემა "Осетия-Квайса" ინტერვიუში განაცხადა.
"20 მარტის მიტინგი არ გაუქმებულა, ის გადაიდო. მე და ჩემი თანამოაზრეები კანონმორჩილი ადამიანები ვართ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიტინგის ჩატარებაზე სრულიად დაუსაბუთებლად გვითხრეს უარი. მიტინგის ჩატარებაზე ცხინვალის მერიისგან უარს ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრებთ, რადგან მათ ჩვენი კონსტიტუციური უფლები უკანონოდ შელახეს", - აღნიშნა ზასუხოვამ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 20 მარტის ცხინვალის ცენტრში კოკოითის რეჟიმის ოპოზიცია მიტინგის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა განუცხადა, აქციაზე არავინ არ გამოცხადებულა.
აღსანიშნავია, რომ მიტინგის ორგანიზატორებს აქციის ჩატარებაზე ცხინვალის ე.წ. მერიამ უარი უთხრა.