ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
"საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაჯილდოვდეს "ღირსების ორდენით", _ ნათქვამია ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.