ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რუსმა მესაზღვრება საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, 21 მარტს, 06:30 საათზე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონში ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკვეს, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ.
სეპარატისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი დააკავებული მამაკაცი ზნაურის რიონის სოფელ მუგუთიდან, ხოლო მეორე ქალი დუშეთის რაინიდანაა.
ამასთან, ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, 21 მარტს, დილით ზნურის რაინის სოფელ მუგუთსა და სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი დააკვეს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდა.
ოსური მხარის მტკიცებით, ავტომობილში ორი ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაც თან არანაირი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდათ. მათი თქმით ისისნი საქართველოს მოქალაქეების არიან, მათ შორის ერთ-ერთი ზნაურის რაიონში სოფელ დვილეთის მცხოვრებია.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს.