"ლეიბორისტების" წინადადებას "ქართული დასიც" უერთდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათრიამ განუცხადა, ოპოზიციური სპექტრისადმი "ლეიბორისტების" შეთავაზება "მართებული" და "დროულია".
"რაც უფრო ნათლად ახდენს ხელისუფლება მისი უპასუხისმგებლობის დემონსტრირებას, მით უფრო ადეკვატური უნდა იყოს მასზე ოპოზიციური სპექტრის ქმედება. ჩვენც არ უნდა გავიმეოროთ იგივე უპასუხისმგებლობა. შევიკრიბოთYდა მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, მაინც ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან მაშინ, როცა ხალხი შიმშილის ზღვარზეა, საგარეო ასპარეზზე კი სრული ფიასკოა", - განუცხადა ბაღათურიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, თუ ოპოზიცია სკამებისა და თანამდებობისთვის ჩხუბს გააგრძელებს, უფრო უპასუხისმგებლო აღმოჩნდება, ვიდრე არსებული ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტია ოპოზიციურ სპექტრს "დიდი ოპოზიციური შეკრებაში" მონაწილეობას სთავაზობს.