"დიდ ოპოზიციურ შეკრებას" "ალიანსი საქართველოსთვის" გარდა, არც "ეროვნული ფორუმი" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" დაესწრება.
პარტიების წარმომადგენლებმა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადეს და აღნიშნულის მიზეზად შეკრებაში ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობა დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული ფორუმი" ლეიბორისტული პარტიის წინადადებას, "დიდი ოპოზიციური შეკრების მოწყობის შესახებ, ოპოზიციური სპექტრისთვის შეთავაზების დღესვე გამოეხმაურა და ის "დროულად" შეაფასა, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და როგორც "ფორუმში" აღნიშნავენ, "ნოღაიდელთან ვერაფერზე ისაუბრებენ".
შეკრებაში სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრობდნენ "ალიანსში" და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაშიც", თუმცა ნოღაიდელის ფაქტორი მათთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
დიდი ოპოზიციური შეკრება, რომელზეც საქართველოს არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრებენ, ხვალ, 22 მარტს, "თბილისი-მარიოტში", 13:00 საათზე დაიწყება.