"დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე, რომელიც ხვალ, 22 მარტს გაიმართება, ირაკლი ალასანია სავარაუდოდ, მივა.
"სავარაუდოდ, "ლეიბორისტების" წინადადებას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" შეუერთდება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მაინც დღის ბოლოსთვის იქნება მიღებული", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი ალასანიას პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ოპოზიციურ სპექტრს დიდი ოპოზიციური შეკრების გამართვის წინადადებით მიმართა, რომელზეც "ერთად იმსჯელებენ ქვეყნის კრისიზიდან გამოსვლის გზებზე".
შეკრება ხვალ, "თბილისი მარიოტში" გაიმართება და მას თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა შეუერთდება.