ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ დაგეგმილი ოსური ოპოზიციური პარტიების მიტინგი, რომელიც დღეს ცხინვალის ცენტრში უნდა გამართულიყო არ შედგა.
ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა მიაწოდა.
"ცხინვალის ცენტრში არავითარი მიტინგი არ გამართულა. ხალხიც არ გამოსულა მოედანზე. ასე, რომ აქ სრული სიმშვიდეა და არავითარი მიტინგი არ ტარდება", _ განუცხადა მერაბ ჩიგოევმა "ჯი-ეიჩ-ენს".