თბილისსა და თელ-ავივს შორის ფრენების განრიგის შეუთანხმებლობის პრობლემის მოგვარებაში ოფიციალური უწყებებიც ჩაერთნენ. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში საგარეო უწყებებიცაა ჩართული.
"მხარეებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ხვალ, 27 ოქტომბერს, ან ზეგ საქართველოს შესაბამისი უწყებების დელეგაცია ისრაელში გაემგზავრება, რათა ფრენების განრიგთან დაკავშირებით რაიმე გამოსავალი ხუთშაბათამდე - შემდეგ ფრენამდე იქნას მოძებნილი", - განაცხადა ნალბანდოვმა.
რაც შეეხება გუშინ დაგეგმილ, მაგრამ შეუსრულებელ რეისს, ნალბანდოვის განმარტებით, მგზავრები არ დაზარალებულან და ისინი ისრაელში მესამე ქვეყნის გავლით ჩაფრინდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული ავიაკომპანია "აირზენა" და ებრაული ავიაკომპანია "არკია" თბილისსა და თელავივს შორის ფრენების განრიგზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც უკვე ერთი პირდაპირი რეისი ვერ შესრულდა.