დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სასახლეში "საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის" პარტიის ყრილობა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისიდან აცნობეს, ყრილობას ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ორ პარტიას შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა.