რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონში ელჩები დანიშნა. აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩად სემიონ გრიგორიევისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის ელჩად ელბრუს კარგიევის დანიშვნის ბრძანებას მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა.
"მინდა მომითხროთ თქვენს წინადადებებზე, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებთ მუშაობის წარმართვას. მინდა ავღნიშნო, რომ თქვენ თქვენი მოვალეობების შესრულებას საკმაოდ მძიმე დროს იწყებთ: ეს ახალგაზრდა ქვეყნებია, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევღი რამეა გასაკეთებელი. სხვათაშორის საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისიდან გამომდინარე სახელმწიფოების მშენებლობის თვალსაზრისითაც",_ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა კრემლში ე.წ. ელჩებთან გამართული შეხვედრისას.