წუხელ, გვიან ღამით გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩა #37-ში მდებარე ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სი"-ს აფთიაქზე შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.
აფთიაქის თანამშრომლების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა წაიღეს ფული, თუმცა თანხის მოცულობას არ აკონკრეტებენ.
აფთიაქი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყაჩაღობის დროს მომსახურე პერსონალი ადგილზე იმყოფებოდა. აფთიაქის თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.