"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ნოღაიდელს საქართველო-რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრებების თამაშსზე დასასწრები ბილეთები მიუტანეს.
ბილეთები მმართველი გუნდის აქტივისტებმა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს საკუთარი პარტიების ოფისებში მიუტანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ბურჯანაძესა და ნოღაიდელს "მოუწოდებენ", ხვალინდელ მატჩზე რუსეთის ნაკრებს უგულშემატკივრონ.
"გამომდინარე მათი პოლიტიკური მრწამსიდან, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებიც კი ვერ უგუშემატკივრებენ რუსეთის ნაკრებს ისე, როგორც ბურჯანაძე და ნოღაიდელი", - აცხადებენ მმართველი გუნდის აქტივისტები.