რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მე-12 კლასელი გოგონა დააკავეს.
ამიდა ახალაია უკვე მეორე დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია. გოგონას მამის განცხადებით, ის რუსული პასპორტის არქონის გამო დააკავეს, პირადად მას კი სასტიკად გაუსწორდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ამიდა ახალაია გალშია გადაყვანილი.
აღნიშნულის გარდა, თავდასხმა მოხდა საბერიოდან ზუგდიდში მიმავალ ავტობუსზეც. რუსმა სამხედროებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, 30-მდე მგზავრს კი პირადი ნივთები და თანხა წაართვეს. ავტობუსის მძღოლიც გალში გადაიყვანეს.