ჰამბურგის ციხეში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი უსახსრობაა. დავით მარდიანის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მათ წერილი უკვე გაგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ თუ დავით მარდიანის ცხედარს უახლოეს დღეებში არ გადმოასვენებენ მაშინ გერმანიაში ცხედრის კრემაცია მოხდება.
დავით მარდიანი ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში 7 მარტს გარდაიცვალა.