სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კონსულზე მომხდარი თავდასხმის ფაქტის გამოძიებას პირადად გააკონტროლებს.
ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. მასში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ჭკუასელს თავს, ჯერჯერობით უცნობი პირები, გუშინ დაესხნენ. მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. თავდასხმა დიპლომატის სახლთან მოხდა. წაღებულია ჭკუასელის პირადი ნივთები. თავად დიპლომატს ტვინის შერყევა აღენიშნება