დღეს, 19 მარტს, ლტოლვილთა და განსახლების მინიტრი კობა სუბელიანი იმერეთის რეგიონს ესტუმრება და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდება.
18 მარტს მინისტრი სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ფოთში მინისტრმა რეაბილიტირებული ობიექტები დაათვალიერა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი ობიექტი, სადაც მინისტრი დევნილებს შეხვდა "ნაბადას" ტერიტორიაზე ყოფილი სანაპირო დაცვის ხუთ სართულიანი ორი კორპუსი იყო, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ასი ოჯახი ცხოვრობს. როგორც დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნეს, 17 წლის განმავლობაში საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება. კორპუსის რეაბილიტაციამ კი ბევრი პრობლემა მოუხსნათ.
ლტოლვილთა და განსახლების მინიტრი კობა სუბელიანი დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა.