5 აპრილს, 17:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში მერი დავითაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება 90 წლის იუბილეს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: როდამ ჯანდიერი, ლიანა კალმახელიძე, თათა ლიჩელი, გოგა შავერზაშვილი, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის ბავშვთა გუნდი. საღამოს უძღვება- მუსიკისმცოდნე ნანა ლორია.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება კლიპი მერი დავითაშვილის მუსიკის მიხედვით შექმნილი კინო ფილმებიდან.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი მოღვაწეობდა 1924-2014 წლებში. მერი დავითაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ავტორია. მასვე ეკუთვნის სიმღერები კინოფილმ "მანანასა" და მულტიპლიკაციური ფილმებისათვის - "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა".
მასალის გამოყენების პირობები