ხვალ, 19 მარტს, 10:00 საათზე, დავით აღმაშენებლის ძეგლთან მდებარე ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭიათურის მიმართულებით დაიძვრება ავტოკოლონა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები.
შეხვედრა ჭიათურის მოსახლეობასთან დაგეგმილია 13:00 საათზე. ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, პრაიმერის ინიციატორი პარტიები (ეროვნული საბჭო) გაემართება ზესტაფონისკენ. აქციის მონაწილეები 15:00 საათზე ზესტაფონის თეატრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.