პრაიმერის ინიციატორი პარტიების თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის ვინაობა 9 აპრილს გახდება ცნობილი. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრაიმერის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვის გზით გამოვლინდება.
ნოღაიდელმა კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებასტან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ რომ პრაიმერის მხარდამჭერი პარტიები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებამ არჩევნების ფალსიფიკაცია არ მოახდინოს.
"თუ არჩევნები გაყალბდა, ხალხი აჯანყდება და ხელისუფლების ცვლილება იქნება სწრაფი. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ არჩევნების შედეგებს", - განმარტა მან.