ონის რაიონში ხანძრის საბოლოო ლოკალოზება ბერ ხერხდება. ამ დროისთვის კვლავ დარჩენილია ერთი კერა, რომლის ჩაქრობა მისი ადგილდებარეობის გამო ვერ ხერხდება.
ამის მიუხედავად, მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საბოოლოო ხანძრის ლოკალიზებადღეს მოხერხდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში დავით გაგოშიძემ განუცხადა, სოფელ ჭიორაში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, სახანძრო-სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა.